სიმონ ჩაჩანიძე კვირაში 6 დღეს მიწისქვეშ ატარებს. არსებობის ერთადერთი წყაროს შენარჩუნების მიზნით, მაღაროელი იძულებულია სწორედ იმ გვირაბში იმუშაოს, რომელიც მის სახლს საძირლველს ურყევს.
50 წლის გიორგი თბილისის ძველ უბანში ცხოვრობს. მოხუცი ცაბურა კი მარტოობას იმერეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ებრძვის. მათი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც მათი ოჯახის წევრები საბერძნეთში სამუშაოს საძებნელად წავიდნენ.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პარალელურად ცვლილებები დაიწყო ქართულ მედია სივრცეშიც. ტელეკომპანიების მფლობელებთან ერთად, იცვლება ტელევიზიების სამაუწყებლო ბადეები. რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ მედია სივრცეში და როგორ აისახება ეს ყველაფერი ქართულ ჟურნალისტიკაზე, ამ საკითხებზე Newscafe მედია ექსპერტ ია ანთაძეს ესაუბრა.
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. განახლებული ფასადების მიღმა დარჩენილი ოჯახები ჩატარებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, მერიას ბინები ჯერ კიდევ 15 აგვისტოს უნდა ჩაებარებინა, მას შემდეგ კი ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. ზოგიერთი ბინა ჯერ კიდევ დასამთავრებელია, რეაბილიტაციის პროცესის დროს კი რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი დაზიანდა და მოსახლეობას მათი გარემონტება საკუთარი სახსრებით მოუხდა.
ელექტრონულმა სამყარომ თავისი გავლენა წიგნებზეც მოახდინა. ისინი ფორმას იცვლიან და თაროებიდან ნელ-ნელა ონლაინ სივრცეში ინაცვლებენ. ელექტრონული წიგნების მომხმარებელთა რიცხვს, თუ წინა წლებისას შევადარებთ, განსხვავებას თვალნათლივ დავინახავთ.
ლაურა ჩალაური არასამთავრობო ორგანიზაციაში "ნაბიჯიმომავლისკენ" სოციალური მუშაკია. მას პაციენტისთვის სისხლის ანალიზის გაკეთების დროს, პოტენციურად შიდსით ან ცე-ჰეპატიტით დაინფიცირებული ნემსი შეესო. მიუხედავად, საშიშროებისა მან დაზიანებული ქსოვილი უბრალოდ წყლით ჩამოიბანა და პოსტ ექსპოზიციურ პროფილაქტიკას (იგივე "პეპ") აღარ მიმართა.
საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, აშენდება თუ არა ახალი ქალაქი ლაზიკა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ყველაზე მიმზიდველი ქალაქის მშენებლობისა ეჭქვეშ დააყენა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა