ქართულ ფორუმს ვკითხულობდი, სადაც ქალები ზოგად თემებს არჩევდნენ და მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ქალებზე სერიალის გადაღება. სერიალი ჟანრით მსუბუქი კომედია უნდა ყოფილიყო, სოციალური თემატიკით. დროთა განმავლობაში სერიალი გასცდა ამ ჟანრს და სოციალურ სატირად იქცა. ყოველი ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, თემები უფრო მძიმდება და ღრმავდება.
Dr. Love 29 წლის პროგრამისტი და მუსიკოსია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტენსილების ავტორი, ბაჩა ხოფერია, ქუჩებს ღამით ხატავს და როგორც თავად ამბობს, სერიოზული გეგმები აქვს.
საქართველოში ბევრი მუსიკალური ჯგუფია და პირადად მე, ეს ამბავი ძალიან მიხარია.
რიგით 14 საერთაშორისო კინოსფესტივალი წელს 2 დეკემბერს გაიხსნება და 8 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში, ევროპულ და მსოფლიო კინოს 100-მდე ფილმი მონაწილეობს. ტრადიციულად, კინოჩვენებებების გარდა, ცნობილი რეჟისორებისა და პროდუსერების მასტერკლასებია დაგეგმილი. სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად წლევანდელი ფესტივალის საპატიო სტუმარი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე მაიკლ ჰოფმანი იქნება.
თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო ფოტო ფესტივალი Tbilisi Photo Festival, რომელიც პირველად 2010 წელს გაიმართა, 2013 წელს უკვე მეოთხედ ტარდება. 28 მაისს ლეღვთხევის ტერიტორიაზე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით "ტრანსგრესია I: მამაკაცის მომავალი." გამოფენაზე სამი ქალი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: იუსტინა მელნიკევიჩი, დანა პოპა, ნევშა თავაქოლიანი
Future Shorts საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 29 მარტს, თბილისში გაიმართა. ფესტივალზე შვიდი რეჟისორის შვიდი ფილმი იყო წარმოდგენილი. “თევზაობა ბადეს გარეშე”, “მარსელი ტერვურენის მეფე”, “ჩვენ გადავდივართ”, “შ-ი ჯოჯოხეთიდან”, “Candy Girl”, “სიყვარულის ბუდე” და “შემოდგომის მარვცლები”. ღონისძიება გერმანელმა მუსიკოსმა PHON.O დაასრულა.